Wednesday, January 20, 2021

ფეხბურთის წესები

 ფეხბურთის წესები  - იმ წესების და ნორმების ერთობლიობა, რომლის მიხედვითაც მიმდინარეობს ფეხბურთის თამაში და ემორჩილება ყველა მონაწილე სუბიექტი. რამდენადაც ცნობილია პირველად მსგავსი წესებით  კებრიჯში დიდ ბრიტანეთში  ითამაშეს. [1]  აღნიშნული წესები დგინდება ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის მიერ.


ფეხბურთი

 ფეხბურთი  - გუნდური  სპორტი , რომელშიც თერთმეტი წევრისგან შემდგარი ორი გუნდი ეთამაშება ერთმანეთს. თამაში მიმდინარეობს მართკუთხა მინდორზე საგოლე კარებით ორივე ბოლოში. თამაშის მიზანი გუნდის წევრებს შორის ბურთით მანევრირებაა მოწინააღმდეგე გუნდის კარში გოლის გასატანად. ამ სპორტის მთავარი დამახასიათებელი წესის მიხედვით, მოთამაშეებს,  მეკარის  გარდა, ბურთზე ხელის ან მკლავის გამოყენების უფლება არ აქვთ თამაშის პერიოდში.